მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 2 განსაკუთრებით მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა სტაბილური გახდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში მოთავსებული 2 განსაკუთრებით მძიმე პაციენტიდან 1-ის მდგომარეობა სტაბილური გახდა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად კლინიკაში 7 მძიმე პაციენტი რჩება.

“ამ დროის მონაცემებით არის 227 დადასტურებული შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელებული არის 52, მათ შორის ჩვენი პაციენტი 38-ია, გუშინ 1 გამოჯანმრთელებული დაგვემატა. გუშინ დღის განმავლობაში გაკეთდა 14 პაციენტზე ტესტირება და ყველასთან მიღებულია უარყოფითი პასუხი, მათ შორის არიან ის პირები, რომლებიც გამოჯანმრთელებას ელოდებიან, მათი მონიტორინგი გაგრძელდება და ორჯერადი უარყოფითი პასუხის შემდეგ როგორც გამოჯანმრთელებული, შეემატება ამ 52 პაციენტს. დღეს აღებულია ტესტი 7 პაციენტზე და დღის პირველ ნახევარში იქნება პასუხი. რაც შეეხება მძიმე პაციენტებს, 7 მძიმე პაციენტზე ვლაპარაკობ ბოლო რამდენიმე დღეა და 2 პაციენტი განსაკუთრებით მძიმეა. 1 პაციენტი განსაკუთრებით მძიმედან სტაბილურია უკვე სამი დღის განმავლობაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის განსაკუთრებით მძიმე აღარ არის, არის მძიმე. კლინიკაში ერთი არასრულწლოვანია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა