ლევან რატიანის განცხადებით, მარნეულის კლასტერიდან უმძიმესი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს პაციენტი გაეწერება, რომელსაც COVID19-ის ინფექცია მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან ჰქონდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 55 პაციეტია მოთავსებული.

„იცით, რომ ჩვენს კლინიკაში პირველი პაციენტი, კრიტიკული კი არა, ტერმინალური შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპისთვის, არის დადებითი, ის გამოჯანმრთელებულია. ის რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ამ ქალბატონის მდგომარეობა არათუ კრიტიკული, არამედ ზოგადი მდგომარეობა იყო ტერმინალური. ჩატარებული სიმპტომური მკურნალობით, ამ კლინიკის კედლებში ქალბატონი გადარჩა და COVID19-ის გარეშე ეწერება კლინიკიდან“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ლევან რატიანის განმარტებით, ამ ეტაპზე კლინიკის რეანიმციის განყოფილებაში წევს 7 პაციენტი. აქედან 4 პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. მისივე თქმით, დანარჩენის მდგომარეობა სტაბილურია.

იხილეთ ვიდეო: მარნეულის კლასტერიდან უმძიმესი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს - ლევან რატიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო