ექიმების შემდეგ, ჯარისკაცების აგრესიული ტესტირება დაიწყო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში კორონავირუსის ინფექციის შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად აგრესიული ტესტირება უკვე დაწყებულია. უწყების ცნობით, თავდაპირველად ის გორში დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაწყებულია ასევე მედპერსონალის ტესტირებაც. რაც შეეხება, შემდეგ სამიზნე ჯგუფს, ეს იმაზეა დამოკიდებული, როდის ჩამოვა ტესტების შემდეგი პარტია საქართველოში. უწყების ინფორმაციით, კორონავირუსის შესაძლო ინფექციაზე ტესტირება ჯარისკაცებს ადგილზევე ჩაუტარდებათ და მათ სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა არ დასჭირდებათ.

რაც შეეხება კითხვას, როდის ჩაუტარდებათ სასულიერო პირებს აგრესიული ტესტირება, სამინისტროში ჯერჯერობით ამის ზუსტი დრო არ იციან, თუმცა, აცხადებენ, რომ სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტი აუცილებლად ჩაუტარდებათ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით ცნობილი გახდა საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა