ბზობის დღესასწაულზე, თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის ტერიტორიაზე ბზა არ გაიყიდება

ბზობის დღესასწაულზე თბილისის ჯვართამაღლების ტაძარში ბზა არ გაიყიდება. როგორც ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბზობის დღესაწაულზე ტაძარში წირვა ჩვეულებრივად ჩატარდება, თუმცა ბზა არ გაიყიდება იმ მიზეზით, რომ ეკლესიაში არ იყოს მხოლოდ ბზის საყიდლად მისული ადამიანების მოზღვავება.

„წესებს განსაზღვრავს სახელმწიფო და საპატრიარქო. მათ ერთმანეთთან აქვთ უერთიერთობა და როგორც გვეუბნებიან ისე ვაკეთებთ. ერთადერთი, რასაც ვაკეთებთ განსხვავებულს, არის ის, რომ ბზას არ გავყიდით და შესაბამისად, იმ ადამიანთა მოზღვავება, რომელიც მხოლოდ ბზის გამო მოდის, აღარ იქნება. რეგულაციებს მაქსიმალურად დავიცავთ“, - განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

შეგახსენებთ, ბზობის დღესასწაული წელს 12 აპრილს აღინიშნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს