ეკატერინე ტიკარაძე - ქვეყანაში ზოგადი მზადყოფნა დამაკმაყოფილებელია - 230 ინფიცირებულიდან 3-ის გადმოყვანა სხვადასხვა ქვეყნიდან მოხდა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 230 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. მისივე განცხადებით, მათ შორის 3 ინფიცირებული პაციენტი სამშობლოში სხვადასხვა ქვეყნიდან დაბრუნდა და მკურნალობას საქართველოში განაგრძობენ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კოვიდ19-ით ინფიცირებულთა შორის არიან მძიმე და საყურადღებო პაციენტებიც.

„ქვეყანაში ზოგადი მზადყოფნა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვყავს 230 კოვიდ19-ით დადასტურებული ინფექცია, საიდანაც 54 არის გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილი. მნიშვნელოვანია, რომ ამ 230 მოქალაქიდან 3 მათგანის გადმოყვანა მოხდა სხვადასხვა ქვეყნიდან და დღესდღეობით საქართველოში მკურნალობას აგრძელებენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ რა თქმა უნდა, გვყავს საყურადღებო და მძიმე პაციენტები, რომლებსაც ექიმები აქცევენ სათანადო ყურადღებას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კიდევ 2 გამოჯანმრთელებული დაგვემატა და მათი ჯამი ამ ეტაპისთვის არის 54,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს