ჯანდაცვის მინისტრი - სადაც საჭიროება დადგება, საველე ჰოსპიტლების გაშლას მოვახდენთ

ჩვენ გამოყოფილი გვაქვს სუსტი წერტილები, სადაც გვაქვს და ასეთი რეგიონების გაძლიერება მოხდება როგორც ადგილზე საველე ჰოსპიტლების გაშლით, ასევე მოხდება პაციენტების გადაყვანა მეზობლად მდებარე რეგიონებში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ინტერპრესნიუსის“ კითხვას უპასუხა.

როგორც ტიკარაძემ განაცხადა, იქ, სადაც საველე ჰოსპიტლები არის საჭირო, უკვე მოწყობილია და მათი გაშლა მომავალშიც მოხდება.

„ყველა იმ რეგიონში, სადაც საჭიროება იყო საველე ჰოსპიტლების გაშლის, ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ ჰოსპიტლების გაშლა, რომლებიც მუშაობდნენ ცხელების კლინიკებიდან. რა თქმა უნდა, შემდგომშიც, სადაც ეს საჭიროება დადგება, ჩვენ ასევე მოვახდენთ საველე ჰოსპიტლების გაშლას, ვინაიდან დეტალურად გვაქვს შესწავლილი საქართველოში ჰოსპიტალური განვითარების ქსელი და ვმოქმედებთ იმ მოცემულობიდან, რომელიც ჩამოყალიბებულია წლების განმავლობაში საქართველოში ჰოსპიტლების ქსელებთან მიმართებით და ასევე მათი საწოლ ფონდის დღევანდელ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

ჩვენ გამოყოფილი გვაქვს ის სუსტი წერტილები, სადაც გვაქვს და ასეთი რეგიონი საქართველოში არის რამდენიმე და ამ რეგიონების გაძლიერება მოხდება როგორც ადგილზე ცხელების ცენტრებად საველე ჰოსპიტლების გაშლით, ასევე მოხდება პაციენტების გადაყვანა მეზობლად მდებარე რეგიონებში, სადაც გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, როგორც საწოლ ფონდის მოცულობით, ასევე სასუნთქი აპარატებისა და სპეციალისტების მობილიზების მხრივ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა