გორში, რუსთავსა და თბილისში 3 ახალი, დროებითი სანოტარო ბიურო გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დღეს დილით გორში, რუსთავსა და თბილისში, (წერეთლის გამზირზე) 3 ახალი, დროებითი სანოტარო ბიურო გაიხსნა.

მისივე ინფორმაციით, სრულად დისტანციურ რეჟიმში განაახლა საქმიანობა აღსრულების ეროვნულმა ბიურომ და ეროვნულმა არქივმა.

„6 აპრილიდან სრულად დისტანციურ რეჟიმში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განაახლა საქმიანობა. შემდეგ ეროვნულმა არქივმა 8 ყველაზე მოხმარებადი და მოთხოვნადი სერვისის გაცემა დაიწყო. დღეს ამ სერვისებს დაემატა კიდევ 4 სხვა სერვისი, რაც ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ეროვნული არქივის საჯარო სერვისები არის სრულად დისტანციურად ხელმისაწვდომი.

რაც შეეხება ნოტარიუსთა პალატას, დღეს დილით გორში, რუსთავსა და თბილისში - წერეთლის გამზირზე 3 ახალი დროებითი სანოტარო ბიურო გავხსენით. როგორც კი ნოტარიუსთა პალატა შესაბამის აღჭურვილობას შესაბამისი ოდენობით შეიძენს, რომელი აღჭურვილობაც მათ უკვე შეძენილი აქვთ, ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი სანოტარო ბიურო განაახლებს ფუნქციონირებას,“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, სანოტარო ბიუროების რიცხვი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გამრავლდეს და მომავალი კვირიდან სანოტარო მომსახურებაში „კიდევ უფრო წელგამართულები ვიქნებით“.

„ჩვენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს გვერდს ვერ ავუვლით და მათი მკაცრი რეკომენდაციაა, რომ სანოტარო ბიუროებმა თავიანთ ტერიტორიაზე არ დაუშვან მოქალაქეები, თუ წინასწარი თერმოსკრინინგი არ ჩატარდება. იმ დისტანციური თერმომეტრების ოდენობა, რომელიც არსებობს, შეესაბამება იმ ბიუროების რიცხვს, რომელიც არსებობს და ამიტომ ბიუროების რიცხვი შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ გამრავლდეს. მომავალი კვირიდან სანოტარო მომსახურებაში ვიქნებით კიდევ უფრო წელგამართულები,“ - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს