იუსტიციის მინისტრი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქალთა დაწესებულებაში პატიმრების ნაწილი შიმშილობს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების ნაწილი პრეზიდენტის შეწყალებას აპროტესტებს და შიმშილობს. როგორც წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქალთა ციხეში სიმშვიდეა.

„მთავარ არხს“ და მათ პოლიტიკურ ძალას ყოველთვის ელანდებათ ციხეებში ამბოხი, კრიზისი და სხვა უბედურებები, რომელსაც თვითონ დადგამდნენ ხოლმე თავის დროზე ციხეში. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ჯანსაღი მდგომარეობა საპატიმროებში და პირველ რიგში ქალებთან იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი პოპულაციის და კონტინგენტის ნაწილი, რომელიც არის რა თქმა უნდა, ძალიან სენსიტიური, რადგან გარეთ მათ მოხუცი მშობლები და შვილები ელოდებიან. მაგრამ ყველაზე შეგნებული ნაწილიც ჩვენი კონტინგენტის. ამიტომაც არის რა თქმა უნდა, სიმშვიდე. არავის უკვირს, რომ ყველა პატიმარს უნდა დაუბრუნდეს ოჯახს და თავისუფლებას დღესვე ან ხვალ დილით, ეს არის ყველა პატიმრის ოცნება და ნატვრა“, - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრმა ასევე განმარტა, რა კრიტერიუმების მიხედვით შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული.

„მინდა საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა, რადგან მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მოხდა შეწყალება, იყო ის, რომ დანაშაული არ უნდა ყოფილიყო ძალადობრივი, რომც ყოფილიყო ეს დანაშაული სამართლებრივი გაგებით მძიმე კატეგორიის; მაგალითად, შეწყალება ალბათ ვერ მოხდებოდა იმ ადამიანებზე, ვინც საკუთარ შვილებზე ძალადობის გამოა ციხეში, ან სხვა ტიპის ძალადობრივი ქმედება აქვს ჩადენილი. ამას არც საზოგადოება მიიღებდა და არც ობიექტური კრიტერიუმი იქნებოდა. ასევე კრიტერიუმი იყო ის, რომ მოცემულ ადამიანს შინ უნდა ჰყოლოდა არასრულწლოვანი შვილები და გარკვეული ნაწილი, დიდი ნაწილი სასჯელის ასევე იყო თუ არა მოხდილი, ამის გათვალისწინებაც მოხდა. ამიტომ არაფერი მეთქმის გარდა მადლობისა. შეიძლება როგორც უწყების ხელმძღვანელს მინდოდეს, რომ რაც შეიძლება ბევრი პატიმარი წავიდეს სახლში, მაგრამ შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის დისკრეცია. ჩვენი ვალია მას მადლობა ვუთხრათ, როდესაც საქმე არის სამადლობელი და არ ვუსაყვედუროთ მას რატომ 9 და არა 19“, - განაცხადა წულუკიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა