თეა წულუკიანის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივების მიზანშეწონილობაზე მსჯელობა საწყის ეტაპზეა და აქტიური ჯერ არ არის

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივების მიზანშეწონილობაზე აქტიური მსჯელობა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვის მოახლოვებასთან ერთად დაიწყება, გადაწყვეტილება კი ორი ფაქტორის გათვალისწინებით მიიღება. ეს ფაქტორები, მინისტრის თქმით, ერთი მხრივ, არის ქვეყანაში იმ დროისთვის არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მეორე მხრივ, უწყებების მხრიდან წარმოდგენილი მოსაზრებები და საჭიროებები.

„ვინაიდან საგანგებო მდგომარეოაბა არის ვადიანი, ამ ვადის ამოწურვის მოახლოვებასთან ერთად, რა თქმა უნდა, მსჯელობა იქნება კიდევ უფრო აქტიური. დღეს ეს მსჯელობა საწყის ეტაპზეა, მაგრამ აქტიური ჯერ არ არის იმიტომ, რომ ვადა ჯერ კიდევ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარებას, აქვს. გადაწყვეტილება იქნება მიღებული ორი ფაქტორის გათვალისწინებით, ეს არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სადაც ჩვენ პროფესიონალების აზრს გავითვალისწინებთ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა და შემდეგ, უკვე სხვადასხვა უწყების მხრიდან წარმოდგენილი მოსაზრებები და საჭიროებები, იმისდა მიხედვით, თუ რა არის ქვეყნისთვის საჭირო იმისთვის, რომ სწორედ ასევე ეფექტურად გაგრძელდეს ვირუსთან ბრძოლა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. აქ, რა თქმა უნდა, მხედველობაში ასევე იქნება მიღებული იმ კონკრეტულ დღეს საზოგადოების ქცევის მდგომარეობაც. თუ ყველა უმკაცრესად იცავს წესებს, რომელიც არის გამოცხადებული, იქ შეიძლება მთავრობას ჰქონდეს ერთგვარი მიდგომა. თუკი წესებს იცავს საზოგადოების მხოლოდ ერთი ნაწილი და დანარჩენი არ იცავს, გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სხვაგვარი. მაგრამ ეს დღეს მხოლოდ არის ვარაუდები, სპეკულაციები. მთავარი, რაც შეგვიძლია დღეს ვთქვათ, არის ის, რომ, რა თქმა უნდა, აქტიური და ყოვლისმომცველი მსჯელობა შედგება, როგორც კი ვადის ამოწურვასთან გვექნება საქმე და ეს დღე ჯერ არ დამდგარა,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა