დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - ჩვენ ბზას არ გავყიდით, ვისაც უნდა თვითონ მოიტანოს

ჩვენ ბზას არ გავყიდით. მე გამოვაცხადე, რომ ვისაც უნდა თვითონ მოიტანოს, - ამის შესახებ ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

დეკანოზის თქმით, ბზობას ტაძარში ლიტურგია შესრულდება, თუმცა COVID19-ის გამო დადგენილი რეგულაციები იქნება დაცული და მრევლი ერთმანეთთან დაშორებით დადგება.

„ტაძარში წირვა-ლოცვა ჩვეულებრივ ჩატარდება, როგორც ამას რეგულაციები ითვალისწინებს. დადგებიან დისტანციურად, ბზას თვითონ მოიტანენ, ხელში დაიჭერენ, ვაკურთხებთ და ისეთივე მშვიდობით წავლენ, როგორც მოვლენ“, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.

ცნობისთვის, წელს ბზობის დღესასწაული 12 აპრილს აღინიშნება. ცალკეული ტაძრის წინამძღვრები აცხადებენ, რომ მათ ეკლესიაში ბზა არ გაიყიდება, რათა „არ იყოს მხოლოდ ბზის საყიდლად მისული ადამიანების მოზღვავება“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს