დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი - კორონავირუსზე ტესტის ჩატარების შესახებ ჯერჯერობით არავის მოუმართავს - როგორ, ჩემი ნების გარეშე შეიძლება მოხდეს ჩემი ტესტირება?!

COVID19-ზე ტესტის ჩატარების შესახებ ჯერჯერობით არავის მოუმართავს. როგორ, ჩემი ნების გარეშე შეიძლება მოხდეს ჩემი ტესტირება?!- ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფის, მათ შორის, სასულიერო პირების აგრესიული ტესტირების თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

კითხვაზე, მიმართვის შემთხვევაში გაიკეთებს, თუ არა ვირუსზე ტესტს, სასულიერო პირმა ასევე, კითხვით უპასუხა - “თუ არ გავიკეთებ, რა იქნება?!“

„ჯერ არავის მოუმართავს. ალბათ, დავფიქრდები და მერე გადავწყვეტ, რას გავაკეთებ. სასულიერო პირები კანონმორჩილი ხალხი ვართ და როგორც ფარისევლები ცდილობდნენ მაცხოვრისთვის ჩამჭრელი შეკითხვები დაესვათ, იმას ვგრძნობთ ახლა ჩვენს მიმართ. მაცხოვარმა უპასუხა „კეისარს კეისრისა, უფალს უფლისა“ ანუ, ჩვენ არ შეგვეშლება ასეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემა და ყოველთვის გვაქვს ნორმალური პასუხი ყველა გამოწვევის მიმართ“, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით ჩაუტარდებათ გარკვეულ ადამიანებს, მათ შორის თავშეყრის ადგილებში მყოფ უსიმპტომო პირებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო