მარინა ეზუგბაია - ერთი პაციენტი ძალიან მძიმეა, დანარჩენი 6 საკმაოდ მძიმედ მიმდინარე პნევმონიით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, ერთი პაციენტი ძალიან მძიმეა, დანარჩენი 6 კი საკმაოდ მძიმედ მიმდინარე პნევმონიით.

მისივე თქმით, საავადმყოფოში დღეს ერთი პაციენტი დაემატა, რომელიც ე.წ მარნეულის კლასტერიდან არის.

„ერთი დაემატა მარნეულის კლასტერიდან და ეს პაციენტი გადმოყვანილ იქნა ჩვენთან. გაჯანმრთელებული კვლავ რჩება 54, აქედან 38 არის ჩვენი პაციენტი.

დღეს დილას ტესტირება ჩატარდა 9 პაციენტზე, 9-ვეს შემთხვევაში მიღებულ იქნა ნეგატიური პასუხი. მძიმე პაციენტების მდგომარეობაც უცვლელია. ძალიან მძიმე პაციენტი ახლა დაგვრჩა მხოლოდ ერთი და დანარჩენი 6 არის საკმაოდ მძიმედ მიმდინარე პნევმონიით.

ჩვენთან ამ ეტაპზე 34 პაციენტი რჩება, რადგან ერთმა იცით, რომ დატოვა კლინიკა როგორც გამოჯანმრთელებულმა. საღამოსთვის აღებულია 10 ტესტი, ვნახოთ რა შედეგები გვექნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, როგორც კი ინფექციის დადასტურება ხდება, პაციენტები მაშინვე გადაჰყავთ კლინიკებში და არ ელოდებიან რაიმე კონკრეტული სიმპტომის გამოვლენას. მისი თქმით, ტესტირება დაუყონებლივ არ ხდება დადასტურებული პაციენტების კონტაქტებში.

„დადასტურება ხდება თუ არა მაშინვე კლინიკებში გადაყავთ, არავინ ელოდება იმას, რომ აი, შენ ახლა დარჩი სახლში და სანამ არ დაგეწყება ეს სინდრომი არ მოგვაკითხო. ყველა დადასტურებული თავსდება სტაციონარში და ამის გამო გვაქვს ჩვენ ალბათ, დადებითი და კარგი ეფექტები, მაგრამ არის ასეთი სიტუაცია, როცა კონტაქტებზე ვსაუბრობთ, დასაწყისში სანამ კლინიკა არ გამოუვლინდებათ ხოლმე, ტესტირებაზე თავს ვიკავებთ, რომ არ იყოს უარყოფითი პასუხი არასწორი, ანუ ნაადრევად გაკეთებული, რომელიც ჭეშმარიტი არ იქნება და მერე არ გაგვეპაროს კლინიკა“, -განაცხადა ეზუგბაიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს