დონალდ ტრამპმა იტალიის დახმარების განკარგულება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციას მოუწოდა, იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარონ. კერძოდ, ამერიკის ლიდერმა მთავრობის წევრებს განუცხადა, რომ იტალიაში ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყნის სამხედრო პერსონალი უნდა გაიგზავნოს.

„იტალიის რესპუბლიკა, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ახლო და ძველი მოკავშირეა, კორონავირუსით ძალიან დაზარალდა. ვირუსს ქვეყანაში 18 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირას მიიყვანა. ახლა იტალიის ეკონომიკას ღრმა რეცესია ელის“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, აღნიშნული დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთის და რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიების ფონზე.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს იტალიაში 18 849 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში 147,577 კორონავირუსის შემთხვევაა დაფიქსირებული.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპმა იტალიის დახმარების განკარგულება გასცა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს