„თავისუფალი საქართველო“ - „სუფთა სახლისა“ და სხვა მსგავსი კომპანიების საქმიანობა არ უნდა შეიზღუდოს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ეხმაურება საქართველოს მთავრობის მიერ კომპანია „სუფთა სახლისთვის“ საქმიანობის აკრძალვას და მიიჩნევს, რომ არც ეკონომიკური და არც სამართლებლივი მოსაზრებები, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისთვის გამართლებული არ არის.

„ერთ-ერთი პირველი იყო ჩვენი გუნდი, რომელმაც მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ კარანტინის გამოცხადებას და ვირუსის შეჩერების მიზნით მკაცრი ზომების გატარებას, თუმცა სრულიად აშკარაა, რომ ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში ადგილი აქვს სხვადასხვა სფეროში კორუფციული დაჯგუფებების მიერ, „საკარანტინო მონოპოლიების“ შექმნას, რაც ყველაზე მტკივნეულად უკვე აისახა აგრარულ ბაზრებზე, ხოლო ამჟამად სრულიად უსამართლოდ შეეხო „სუფთა სახლს“. თავი რომ დავანებოთ იმ გარემოებას, რომ კომპანიამ მცირე ხნის მანძილზე მოიპოვა საუცხოო ავტორიტეტი სამომხმარებლო ბაზარზე, ის ყიდის პროდუქციას, რომელიც კარანტინის პერიოდშიც პირველადი მოხმარების კატეგორიას განეკუთვნება. რაც მთავარია კომპანიის ინფრასტრუქტურაც იძლევა კარანტინის პირობებთან ადაპტაციის საშუალებას (ისევე როგორც, მაგალითად სასურსათო ან სააფთიაქო ქსელები). მოვუწოდებთ, საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ მისცეს ნებართვა კომპანია „სუფთა სახლს“ განაახლოს საქმიანობა და გარდა ამისა, ქვეყანაში კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით, სასწრაფოდ შეიმუშავოს, როგორ უნდა განხორციელდეს სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობა: კომპანიებს კი არ უნდა ავუკრძალოთ ეკონომიკური საქმიანობა, არამედ აქცენტი უნდა ავიღოთ მარეგულირებელ წესებზე, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში კომპანიების უმრავლესობას უნდა მიეცეს უახლოეს დღეებში საქმიანობის გაგრძელების უფლება,“- ნათქვამია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე