სინგაპურმა მასწავლებლებს აპლიკაცია Zoom-ის გამოყენება აუკრძალა. ინფორმაციას The Guardians ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, აკრძალვის მიზეზი პლატფორმაზე ჰაკერების თავდასხმა გახდა, რა დროსაც მათ საგაკვეთილო მსვლელობის დროს უხამსი ფოტომასალა გაავრცელეს.
სინგაპურის ხელისუფლების განმარტებით, აპლიკაციის თავდაცვის სისტემა არც ისე ძლიერია და ამიტომ ჰაკერები მის გატეხვას მარტივად ახერხებენ. მათი თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში აპლიკაცია Zoom-ს მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი იყენებს, რომლის მეშვებითაც სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ონლაინ ლექციები უტარდებათ.
იხილეთ ვიდეო: სინგაპურმა მასწავლებლებს აპლიკაცია Zoom-ის გამოყენება აუკრძალა