რომის პაპი - ნუ დანებდებით შიშს, იყავით სიცოცხლის მაცნეები სიკვდილის ჟამს

რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს აღდგომის დადგომისას მიმართა და მოუწოდა, კორონავირუსისგან გამოწვეულ შიშს არ დანებდნენ.

„ნუ შეშინდებით, ნუ დანებდებით შიშს. იყავით სიცოცხლის მაცნეები სიკვდილის ჟამს “, - აღნიშნა რომის პაპმა.

რომის პაპმა კათოლიკეების წინასააღდგომო წირვა ვატიკანში, წმ. პეტრეს თითქმის ცარიელ ბაზილიკაში ჩაატარა. ტაძარში, სადაც ცერემონიას, როგორც წესი, ათასობით მორწმუნე ესწრება, მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი.

იხილეთ ვიდეო: რომის პაპი სააღდგომო წირვა ვატიკანში, წმინდა პეტრეს თითქმის ცარიელ ტაძარში ჩაატარა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა