ლევან რატიანი - კორონავირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ აგრესიულობის გარეშე - დადგება მომენტი ბობოქრობას შეწყვეტს და ადამიანი დაავადების გარეშე გადალახავს

ეს ვირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ ასეთი აგრესიულობის გარეშე , - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც რატიანი აღნიშნავს, დადგება მომენტი, როდესაც შეწყვეტს ბობოქრობას ვირუსი და ადამიანი ამ ვირუსს დაავადების გარეშე გადალახავს.

„პანდემიას და ეპიდემიას ასეთი რაღაც ახასიათებს, ბუნების კანონია. აუცილებლად დაწყნარდება ვირუსი და დაწყნარდებიან ადამიანებიც. ეს ვირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ, ერთი პირობით, ასეთი აგრესიულობის გარეშე. როდესაც დგება პანდემიისა და ეპიდემიის საკითხი, ვინაიდან ახლად წარმოშობილია ეს ახალი უჯრედები ე.წ. ვირუსები, ბობოქრობენ, ასევე ბობოქრობს ადამიანის ორგანიზმი. დადგება მომენტი შეწყვეტს ბობოქრობას ვირუსი და ადამიანი ამ ვირუსს დაავადების გარეშე გადალახავს“,- განაცხადა ლევან რატიანმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო