რომან კაკულია - უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ რეცესიას ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ რეცესიის წყაროს აღმოფხვრა შეიძლება

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ რეცესიას ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ რეცესიის წყარო შეიძლება რომ აღმოიფხვრას. ეს პრიორიტეტად რჩება,- ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც კაკულიამ განმარტა, დათვლილია, რა თანხა ვეღარ შევა ბიუჯეტში COVID-19-ის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და რა პროგრამებზე მოუწევს ბიუჯეტს უარის თქმა. მისივე განცხადებით, საბოლოო პოლიტიკის შესამუშავებლად დასაზუსტებელი რჩება საერთაშორისო დახმარებების ნაწილი.

„მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, სანამ მთავრობა ჩამოყალიბდებოდა იმ რესურსებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს, რათა ძალიან მკაფიოდ შევიმუშაოთ რეცესიის შემცირების სტრატეგია. როგორც კი იმ ეტაპზე მივალთ, რომ ეს თანხა გახდება ცნობილი, ცხადია, კომიტეტის საზედამხედველო ფუნქცია უნდა აღდგეს იმ ფორმატში, როდესაც ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართული რეცესიის შესამცირებლად გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. დასაზუსტებელი რჩება საგარეო დახმარებების ის ნაწილი, რომელიც შეკრავს პაკეტს და მას ინდუსტრიული პოლიტიკის გადახედვის ნაწილში მთავარ რესურსად გამოვიყენებთ. მთლიანობაში ჩვენ დავინახავთ პოლიტიკას, რომელშიც გამოკვეთილი იქნება როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული პასუხი, პასუხი სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებით, პასუხი განახლებულ ინდუსტრიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ამ პროცესებში ვფიქრობ, რომ კომიტეტმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს“, - აღნიშნა რომან კაკულიამ კომიტეტის სხდომაზე.

იხილეთ ვიდეო: უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ რეცესიას ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ რეცესიის წყაროს აღმოფხვრა შეიძლება - რომან კაკულია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო