რომან კაკულია - პოსტ-კრიზისული გეგმის შესახებ მსჯელობაში ოპოზიციური სპექტრიც უნდა იყოს ჩართული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აცხადებს, რომ პოსტ-კრიზისული გეგმის შესახებ მსჯელობაში ოპოზიციური სპექტრიც უნდა იყოს ჩართული.

„ვიზიარებ იმ ნაწილს, რომ მსჯელობები უნდა იყოს და ამაში ოპოზიციური სპექტრი უნდა ჩაერთოს. თუ დემოკრატიაზე გვაქვს პრეტენზია და ამაზე უარი არ გვითქვამს კორონავირუსის გამო, ამ ვალდებულებას ვერავინ გააუქმებს“,-აღნიშნა კაკულიამ კომიტეტის სხდომაზე.

მისივე ინფორმაციით, იგეგმება კომიტეტებსა და მთავრობას შორის კომუნიკაციის ახალი ფორმატის შემუშავება.

„ამ კვირაში მთავრობასთან კომუნიკაციის ფორმატის დახვეწა იგეგმება უშუალოდ კომიტეტის კონტექსტში და არა არსებული ფორმატებით. შევქმნით განახლებულ ფორმატს, სადაც ცალკე კომიტეტებსა და სამინისტროებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ექნებათ“,-აცხადებს კაკულია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს