გიგა ბოკერია - თუ არ შესრულდება შეთანხება, რომლის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია ოქრუაშვილის, რურუას და უგულავას გათავისუფლება, ივანიშვილი მოიმკის უმძიმეს ხვედრს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი ოქრუაშვილისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვიდრე ის პატიმრობაშია, მანამდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხება შესრულებული არ არის.

როგორც ბოკერიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეთანხმება შეასრულოს. მისივე თქმით, თუ შეთანხმება არ შესრულდება, „არ მოხდება პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაცია და დადგება უმძიმესი შედეგები“.

ირაკლი ოქრუაშვილი იყო და რჩება პოლიტპატიმრად, ვიდრე ის ციხეშია. ოქრუაშვილი დაკავებულია მისი პოლიტიკური აქტივობის გამო და იმ კრიმინალური და დანაშაულებრივი მიდგომის გამო, რაც ივანიშვილმა და მისმა გუნდმა აირჩია. ვიდრე ის პატიმრობაშია, შეთანხმება შესრულებული არ არის. არ უნდა მოტყუვდეს ივანიშვილი და მისი გუნდი, რომ ამ ტიპის საფრთხის დროს, რაც საქართველოს და მთელი მსოფლიოს წინაშეა და რასაც პანდემია ჰქვია, რაიმე შეიცვალა. საქართველო და მსოფლიო ამ პანდემიას გაუმკლავდება, შემდგომ გვექნება არჩევნები და თუ არ შესრულდება შეთანხება, რომლის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილია ყველა პოლიტიკური პატიმრის თავისუფლება, მათ შორის - ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და გიგი უგულავასი, არ იქნება ვითარების ნორმალიზაცია და ივანიშვილი მოიმკის უმძიმეს ხვედრს მისი ამ არჩევანის გამო. ამ შეთანხების შესრულების ბევრნაირი ინსტრუმენტი არსებობს ივანიშვილის და მისი გუნდის ხელში. უბრალოდ, ჯერ მას ეს შეთანხმება არ აქვს შესრულებული. საარჩევნო სისტემის რეფორმის დაწყებამდე, რაც მოხდება ალბათ ამ პანდემიის გადავლის შემდეგ ან ბოლოსკენ, მას აქვს შესაძლებლობა, რომ ეს შეთანხმება შეასრულოს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს