არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ რეკომენდაციები და დადგენილი წესები შესრულდება, მაისიდან, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები და დადგენილი წესები შესრულდება, მაისიდან, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას. აღნიშნულის შესახებ თალაკვაძემ პარლამენტში, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია თითოეულმა მოქალაქემ შეასრულოს წესები და რეკომენდაციები.

„თითოეული მოქალაქის მიერ პასუხისმგებლობის გააზრება და ამ წესების დაცვა - მხოლოდ ეს შეიძლება იყოს იმის წინაპირობა, რომ საქართველომ გავრცელების შემდეგ ეტაპზეც დაბალი მრუდი შეინარჩუნოს. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, თუ უგულებელვყოფთ ამ წესებს და არ დავეხმარებით ჩვენი ჯანდაცვის სისტემას, მგონი ყველასთვის ნათელია, რომ გარდაუვალი იქნება მაღალი გავრცელების პიკი, რაც დარტყმის ქვეშ დააყენებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემას და მომეტებულ საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეებს.

რაც უფრო მეტად დავიცავთ წესებს, ეს იქნება წინაპირობა იმის, რომ მით მალე დავუბრუნდებით ჩვენი საზოგადოება და ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იყო. თუ ეს პირობები შესრულდება, განუხრელად, ყველა მოქალაქე დავეხმარებით ჯანდაცვის სამსახურებს, რომ ეფქტურად იყოს მართული ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპი, სადაც პიკი არის მოსალოდნელი, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ სავარაუდოდ, მაისიდან დავიწყოთ ზომების მოხსნა ეტაპობრივად იმ მოცემულობით, რის საშუალებასაც რეალური მონაცემები და მიმდინარე მონაცემები მოგვცემს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო: თუ რეკომენდაციები შესრულდება, მაისიდან შესაძლებელი იქნება შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნას - არჩილ თალაკვაძე

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია