არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მთელი ამ ხნის განმავლობაში პარლამენტი სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მთელი ამ ხნის განმავლობაში პარლამენტი სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობს. როგორც არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, პარლამენტი ჩართულია საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის კაბინეტთან ერთად, ხოლო ჯანდაცვის კომიტეტი დიმიტრი ხუნდაძის ხელმძღვანელობით აკონტროლებს კლინიკების მზაობას ქვეყნის მაშტაბით.

„მნიშვნელოვანი საკითხია ასევე, ჩვენი ჩართულობა ეკონომიკური პაკეტის და გეგმების მომზადებაში, საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მთავრობასთან ერთად მუშაობს ამ მიმართულებით და პაკეტები ორ ძირითად კომპონენტად მუშავდება, ერთი არის კრიზისული პაკეტი ანუ ახლა რას ვაკეთებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბიზნეს-სექტორისთვის და მეორე არის კორონავირუსის პანდემიის შემდგომი გრძელვადიანი პაკეტი ეკონომიკის აღდგენის.

ასევე გენდერულმა საბჭომ ქალბატონ ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით დაიწყო ანალიზი კონკრეტული ეკონომიკური ზიანის, თუ როგორ აისახა ეს კრიზისი ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე და ამ კვლევის შედეგები იქნება მნიშვნელოვანი უდავოდ, რადგან ეს გათვალისწინებული უნდა იყოს მთავრობის ეკონომიკური დახმარების პაკეტებში,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პანდემიის პირობებში მაჟორიტარები აქტიურად არიან ჩართულები რეგიონების მასშტაბით მოსახლეობის დახმარების პროცესში.

„კიდევ ერთი საქმიანობა რაშიც პარლამენტი აქტიურად არის ჩართული, ეს არის მაჟორიტარები და მათი აქტივობები რეგიონებში და არა მხოლოდ მაჟორიტარები, ხდება კოლოსალური დახმარების და კოლოსალური ძალისხმევის ორგანიზება რეგიონებში, რაიონებში და სოფლებში, სადაც არაერთი მოქალაქე, არა მხოლოდ მათ ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმა იყვნენ მანამდე, სანამ ეს პანდემია დაიწყებოდა, არამედ მათაც, ვინც ამ პერიოდში დარჩნენ შემოსავლის გარეშე, მაჟორიტარები მათთვის უკეთებენ ორგანიზებას დახმარებებს. ეს არის პროდუქტების მარაგი, კომუნალური გადასახადები, ინტერნეტით უზრუნველყოფა ბავშვების, რომლებიც დისტანციურად ესწრებიან გაკვეთილებს და სხვა რიგი დახმარებები. ამას აკეთებენ მაჟორიტარები ყოველდღიურ რეჟიმში,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა