#ერთადგადავაგოროთ - „სითი მოლი“ ახალ სოციალურ პროექტს იწყებს

„სითი მოლი“ ახალ სოციალურ პროექტს - #ერთადგადავაგოროთ იწყებს, რომლის ფარგლებში საზოგადოებას გასართობ და შემეცნებით აქტივობებს შესთავაზებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სითი მოლიდან“ აცნობეს, პროექტის მიზანი სხვადასხვა თაობისა და ინტერესის მქონე ადამიანების გაერთიანება და არსებულ ვითარებაში მათთვის განსხვავებული ალტერნატივის შეთავაზებაა.

„სითი მოლი“ იქნება ამ სექტორში პირველი კომპანია, რომელიც მსგავს პროექტს ახორციელებს. კვირის განმავლობაში ხუთი აქტივობაა დაგეგმილი. აქტივობები ხუთ შეგრძნებასთან - ხედვა, სმენა, გემო, შეხება, წონასწორობა - ასოცირდება და პროექტის მთავარი გზავნილის, მეექვსე გრძნობის - „თანაგანცდის“ გარშემო ერთიანდება. სწორედ „თანაგანცდა“ ეხმარება საზოგადოებას, რომ ყველა სირთულე #ერთადგადავაგოროთ.

მომღერალმა გი­ა გაჩეჩილაძემ (უცნობი) ექსკლუზიურად პროექტისთვის საკუთარი ჰიტის ახალი ვერსია ჩაწერა.

პროექტის #ერთადგადავაგოროთ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩართვა ნებისმიერ მსურველს „სითი მოლის“ ოფიციალური Facebook გვერდის საშუალებით, დისტანციურად, ონლაინ შეეძლება: https://www.facebook.com/CityMallTbilisi/,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს