ვლადიმერ პუტინი - რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება დღითიდღე იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ

კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება რუსეთში იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციაში ვითარება დღითიდღე იცვლება, მაგრამ არა უკეთესობისკენ. პაციენტების მდგომარეობა მძიმდება. უახლოესი კვირეები ბევრ რამეს განსაზღვრავს ქვეყანაში. მთელი ჯანდაცვის სისტემა უნდა მუშაობდეს, როგორც ერთიანი მექანიზმი”, - აღნიშნა პუტინმა.

მისივე თქმით, მთავრობა სიტუაციის ყველანაირ განვითარებას განიხილავს.

„აუცილებელია ყველა სცენარის განხილვა, თვით ყველაზე რთულის და არაორდინალურის, იმისათვის, რომ მოქნილად, დაუყოვნებლივ შეცვალოთ ჩვენი მოქმედებების სტრატეგია და ტაქტიკა“, -დასძინა პუტინმა.

ცნობისთვის, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ დღე იზრდება. დღეს ქვეყანაში კორონავირუსი 2558 ადამიანს დაუდგინდა, რითაც ვირუსის დადასტურებულმა რიცხვმა 18328-ს მიაღწია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო