ირმა ინაშვილი - პირიქით, ჩვენ ახლა უნდა ვეზიაროთ, ნუთუ ამას ვერ ხვდებით? - ეკლესია ლოცულობს მართლმორწმუნე მთავრობის, მხედრობისთვის და ამ მთავრობას და მხედრობას რა ემართება?

პირიქით, ჩვენ ახლა უნდა ვეზიაროთ. ნუთუ ამას ვერ ხვდებით? ეკლესია ლოცულობს მართლმორწმუნე მთავრობის და მხედრობისთვის და ამ მთავრობას და მხედრობას რა ემართება? - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან უნდა იყოს მოწოდება იმის შესახებ, რომ მრევლი აღდგომის ლიტურგიაზე მივიდეს და ეზიაროს.

„ლიტურგიაც ჩატარდება, წირვაც ჩატარდება, ვეზიარებით კიდეც. წესებსაც და რეკომენდაციებსაც დაიცავს ჩვენი მრევლი.

მემგონი ეკლესიამ და მრევლმა აჩვენა ძალიან მაღალი კულტურა - დისტანცირებაც დაცულია, გახმოვანებაც დაცულია. ეკლესია თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და სამედიცინო პერსონალთან. ზოგიერთები ისე ნუ იზამთ, რომ ძალიან გააბრაზოთ მრევლი. არ არის ახლა ამის დრო. რაც შეეხება კომენდანტის საათს, ჩემთვისაც გაუგებარია, ცხრა საათიდან დილის ექვსამდე და მეჩვენება, რომ რაღაცნაირად ამ ლიტურგიასთან არის კავშირში, რომ ადამიანებს წირვაზე მისვლა გაუჭირდეთ. პირიქით, ჩვენ ახლა უნდა ვეზიაროთ. ნუთუ ამას ვერ ხვდებით? ეკლესია ლოცულობს მართლმორწმუნე მთავრობის და მხედრობისთვის და ამ მთავრობას და მხედრობას რა ემართება? ის კი არ უნდა ვთქვათ, რომ არ წავალ წირვაზეო, მეტი მოწოდება უნდა იყოს ხელისუფლების წარმომადგებლების მხრიდან, რომ წავალთ და ვეზიარებითო. ცხირდან ექვსამდე სხვა რეჟიმია კორონას გავრცელების და დღის მანძილზე სხვა რეჟიმია? არის რაღაც ელემენტები რაც პირადად ჩემთვის გაუგებარია“, - განაცხადა ინაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს