არჩილ თალაკვაძე -  მნიშვნელოვანი იქნება ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე პანდემიის გავლენის კვლევა, რომელსაც ნინო წილოსანის ინიციატივით გენდერული საბჭო მოამზადებს

მნიშვნელოვანი იქნება ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე პანდემიის გავლენის კვლევა, რომელსაც ნინო წილოსანის ინიციატივით გენდერული საბჭო მოამზადებს , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მან ისაუბრა კოვიდ19-ის პანდემიის დროს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება პანდემიის შემდგომი პერიოდი და განსაკუთრებით მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოში ეკონომიკური კუთხით არსებული ვითარება.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე პანდემიის გავლენის ანალიზი, რომელსაც გენდერული საბჭო მოამზადებს. მისი თქმით, ანალიზის შედეგები ასახული იქნება მთავრობის ეკონომიკური დახმარების პაკეტებში.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის გენდერული საბჭო არასამთავრობო სექტორთან და ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოსთან ერთად, მოამზადებს ანალიზს: Covid-19-ის გენდერული გავლენა ეკონომიკაზე.

ანალიზის მომზადების მიზანია, მთავრობის მიერ შემუშავებულ პროგრამებსა თუ სამოქმედო გეგმებში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ქალების საჭიროებები, რადგან გლობალურად, ქალები ყოველთვის უფრო მეტად მოწყვლადები არიან ეკონომიკური რყევების დროს და მათ შორის, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს.

„გაერო-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-ის პანდემია გლობალური საფრთხეა, მას განსხვავებული გავლენა აქვს ქალებსა და მამაკაცებზე, რაშიც იგულისხმება არამხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ სოციალ-ეკონომიკურ მხარეზე. შესაბამისად, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევამციროთ პანდემიის გავლენა გოგონებსა და ქალებზე.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო იწყებს მუშაობას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადებაზე, რომელთაც გადავცემთ საქართველოს მთავრობას, რათა თავის გადაწყვეტილებებში მაქსიმალურად გაითვალისწინოს ქალების საჭიროებები“ ,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები დროულად შემუშავდეს და მიეწოდოს მთავრობას. შესაბამისად, სამუშაო პროცესი გაწერილი იქნება მოკლე ვადაზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს