StopCoV ფონდში მობილიზებული თანხა 2 მლნ 500 ათასი ლარით გაიზარდა

13 აპრილის 18:00 საათის მდგომარეობით, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონი ლარია მობილიზებული. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა: დავით ხიდაშელი - 1 მლნ 200 ათასი ლარი; შოთა შალელაშვილი- 1 მლნ ლარი; შპს „იმპოსტი“ - 50 ათასი ლარი; შპს ,,ზდ ნავთობის კომპანია”- 50 ათასი ლარი; სუფთა სახლი- 30 ათასი ლარი; შპს „ბლოქსი“ - 30 ათასი ლარი; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები - 23 ათასი ლარი; შპს ,,უშიქონსეფთი’’- 15 ათასი ლარი; შპს ,,ტერმინალი’’ - 15 ათასი ლარი; ჰერეთი - 96, 6 ათასი ლარი; ტესტ ჯორჯია - 5 ათასი ლარი.

„ამასთან, „ქართული ოცნების“ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ.

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები. სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ამ დროისთვის ფონდში შენატანები განახორციელა 3 ათას 300-ზე მეტმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა. ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund. მადლობა ერთიანობისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო