აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი - არ იქნება მართალი, რომ ერთი დაინფიცირებული სასულიერო პირის გამო, მრევლს ტაძარში მისვლა ავუკრძალოთ

არ იქნება მართალი, რომ ერთი დაინფიცირებული სასულიერო პირის გამო, მრევლს ტაძარში მისვლა ავუკრძალოთ, - ამის შესახებ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი (მახარაძე) აცხადებს. მისივე თქმით, ექიმის რჩევისამებრ, ყველა ადამიანმა სიფრთხილე უნდა დაიცვას, თუმცა ეს „საყოველთაო გაფიცვას არ ნიშნავს“.

„ყველამ უნდა დაიცვას ექიმის რჩევისამებრ ის სიფრთხილე, რაც ვთქვათ, თითოეულ ავადმყოფს ევალება. თუ გაქვს სიცხე, არ უნდა წახვიდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს საყოველთაო გაფიცვას, რომ არ მივიდეთ ტაძარში ან სამსახურში. ამას გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. მე არ ვიცი რა შეზღუდვა შეიძლება მოჰყვეს ამ ერთ ფაქტს. არ იქნება მართალი, რომ ერთი სასულიერო პირის ავადობის გამო, მრევლს ტაძარში მოსვლა ავუკრძალოთ, ", - განაცხადა მეუფე დავითმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია