ამირან გამყრელიძე - დარჩით სახლში, არ გამართოთ თავყრილობები, ვიყოთ ნაკლებად აქტიური წირვა-ლოცვებზე, ყველას გვინდა საფლავზე მისვლა, კვერცხის გაგორება, ერთი ჭიქის დალევა, მაგრამ იქნებ წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან

ყველას გვინდა ბრწყინვალე შვიდეულის დროს ჩვენს მიცვალებულებთან საფლავზე მისვლა, კვერცხის გაგორება, თუ ერთი ჭიქის დალევა, ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ იქნებ წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ვიდეო-ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ორი კვირის განმავლობაში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ "ჩვენ პიკში არ შევიდეთ და თუ ამას განვახორციელებთ, ეს პიკი იქნება შედარებით დაბალი და არ იქნება ათასები“.

„ჯერ ჩვენ პიკში არ ვართ. პიკი წინ გველის. პიკი შეიძლება, კეთილსაიმედო იყოს იმ შემთხვევაში, თუ ყველა რეკომენდაციას დავიცავთ. დარჩით სახლში, დაიცავით სოციალური დისტანცია, არ გამართოთ დიდი თავყრილობები. ვიყოთ ნაკლებად აქტიური წირვა-ლოცვებზე ამ ხნის განმავლობაში. ყველას გვინდა ბრწყინვალე შვიდეულის დროს ჩვენს მიცვალებულებთან საფლავზე მისვლა, კვერცხის გაგორება თუ ერთი ჭიქის დალევა, ეს ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ იქნებ წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან. იქნებ წელს ოჯახიდან თითო ადამიანი გავიდეს სასაფლაოზე, ისიც იმ პერიოდში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა არ იქნება. ამიტომ, ამ ორი კვირის განმავლობაში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ პიკში არ შევიდეთ, აპრილის ბოლოს, მაისის პირველ დეკადაში და თუ ამას განვახორციელებთ, ეს პიკი იქნება შედარებით დაბალი და არ იქნება ათასები. თუ ათასები იქნა, ეს ყველაფერი რთულად გადასატანი იქნება“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: ყველას გვინდა საფლავზე მისვლა, კვერცხის გაგორება, ერთი ჭიქის დალევა, მაგრამ იქნებ წელს თავი შევიკავოთ ამ ტრადიციისგან - ამირან გამყრელიძე

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო