ირაკლი ჩიქოვანი - ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად ვემზადებით

ჩვენ, პრაქტიკულად, ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა და იმ კავშირების დადგენა, როლებიც უკვე ახალინფიცირებულ ადამიანებს აქვთ.

„ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა და დღევანდელი დღის მონაცემებით, უკვე ქვეყანაში გვყავს კოვიდინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა და ასევე, მიმდინარეობს იმ კავშირების დადგენა, როლებიც უკვე ახალინფიცირებულ ადამიანებს აქვთ. ჩვენ, პრაქტიკულად, ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დღეიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კიდევ უფრო მეტად მკაცრდება შეზღუდვები, კერძოდ კი 4 დიდ ქალაქში, თბილისში რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში დღეს, 21:00 საათიდან აიკრძალება შესვლა და გამოსვლა,“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

იხილეთ ვიდეო: ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად - ირაკლი ჩიქოვანი

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია