რომან კაკულია - კონკრეტულ ბიზნეს მიმართულებებს მაშინ დავასახელებთ, როდესაც ამის დრო იქნება, რათა ეფექტურად გამოვიყენოთ მათ დასახმარებლად მობილიზებული თანხა

პარლამენტის დარგობრივ ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ქვეყანას ჯერჯერობით არა ფინანსური, არამედ ეკონომიკური კრიზისი აქვს, რომლის წინაშეც მონეტარული პოლიტიკის შესაძლებლობები შეზღუდულია. როგორც კაკულიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, ხელისუფლების მიერ კონკრეტული ბიზნეს მიმართულებები, რომელთა დასახმარებლადაც გარკვეული თანხა გამოიყოფა, მაშინ დასახელდება, როცა ამის შესაფერისი დრო იქნება.

„ყველას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ფინანსური კრიზისი, გვაქვს ეკონომიკური კრიზისი. ყველასთვის გასაგებია, რომ აქ მონეტარული პოლიტიკის შესაძლებლობები ოდნავ შეზღუდულია და მთელი წნეხი ფისკალურ პოლიტიკაზე გადადის. როდესაც ფისკალურ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ეს ორადაა გასაყოფი. ჩვენ უნდა დავზოგოთ გარკვეული თანხები იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ. ამიტომ კონკრეტული ბიზნეს მიმართულებების არდასახელება დახმარებისათვის, სტრატეგიის არქონას არ ნიშნავს. პირიქით, სწორედ ესაა ჩვენი სტრატეგია, რომ მაშინ დავასახელოთ, როდესაც ამის დრო იქნება და მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ ამ სექტორების დახმარებისათვის მობილიზებული თანხა. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას და იქნება კონკრეტული დრო, როდესაც მიზანშეწონილი იქნება ამა თუ იმ რიცხვის დასახელება“,-აღნიშნა კაკულიამ.

მისივე თქმით, ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის მუშაობა მუდმივი ფორმატი იქნება, რომელიც საზოგადოებაში არსებულ კითხვებს 4 ძირითადი მიმართულებით გასცემს პასუხს

„პირველი - რა არის ის ძირითადი თანხა, რომლითაც შევძლებთ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, მეორე - როგორი იქნება თითოეული სოციალური ჯგუფის მიმართ მთავრობის პოლიტიკა, მესამე - როგორი იქნება ვაჭრობასთან დაკავშირებული სისტემა და მეოთხე -ბიზნესის როგორი სპექტრი შენარჩუნდება სამომავლოდ“,-აღნიშნა კაკულიამ.

იხილეთ ვიდეო: ქვეყანას ჯერჯერობით არა ფინანსური, არამედ ეკონომიკური კრიზისი აქვს - რომან კაკულია

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს