ნინო წილოსანი - ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი ამუშავებს პროგრამას, რომლის დაფარვის სფერო ძალიან დიდია

ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი ამუშავებს პროგრამას, რომლის დაფარვის სფერო ძალიან დიდია , - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში შექმნილ ანტიკრიზისულ ეკონომიკური ჯგუფის საქმიანობის შესახებ განაცხადა.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში შეიქმნა ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფი, რომლის ფარგლებში ყოველდღიურ რეჟიმში, საბჭოს წევრები ვიკრიბებით დისტანციურად, იმისთვის რომ როგორც კრიზისის დროს, ასევე პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამის შემუშავება მოხდეს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ პროგრამის დაფარვის სფერო იქნება ძალიან დიდი, დაწყებული ინდივიდების ინტერესებიდან, ასევე ბიზნესისა და თავად ბიუჯეტის უსაფრთხოების დაცვა. ეს არის ის საკითხები, რომელზეც ჯგუფის მუშაობის პროცესში ვმსჯელობთ. უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი და მთავრობა წარმოადგენს პროგრამის შინაარსს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წლის ბოლომდე ჩვენი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით მოხდება 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების მობილიზება, რაც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ გადავაზღვიოთ ყველა რისკები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს