ეკატერინე ტიკარაძე - საშუალო სიმძიმის შემთხვევაში, ვვარაუდობთ, რომ  9 მაისისთვის კორონავირუსით ინფიცირებული დაახლოებით 2 000 პაციენტი იქნება, ცუდი გამოსავლის  შემთხვევაში გვეყოლება 4 000 -ზე მეტი, რაც უფრო დრამატული სურათია

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ შემდეგ ორ კვირაში უკვე გვაქვს ის კრიტიკული ზღვარი, თუნდაც 2 000 დადასტურებული კოვიდინფექცია, უკვე აუცილებლად იძულებულები ვიქნებით, გამოვაცხადოთ საყოველთაო კარანტინი , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მინისტრის თქმით, აქვთ გარკვეული გათვლები.

„საშუალო სიმძიმის შემთხვევაში, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 9 მაისისთვის იქნება დაახლოებით 2 000 ინფიცირებული პაციენტი, რომელიც რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, რომ იყოს. ცუდი გამოსავლის შემთხვევაში ჩვენ გვეყოლება 4 000 - ზე მეტი დადასტურებული კოვიდპაციენტი, რაც რა თქმა უნდა, უფრო დრამატული სურათია. ეს არის ერთკომპონენტიანი გათვლა, რომელიც დინამიკაში გაცილებით უფრო მძიმედ გამოიყურება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ შემდეგ ორ კვირაში უკვე გვაქვს ის კრიტიკული ზღვარი, თუნდაც 2 000 დადასტურებული კოვიდინფექცია, ჩვენ უკვე აუცილებლად იძულებულები ვიქნებით გამოვაცხადოთ საყოველთაო კარანტინი და შესაბამისად ვმართოთ ყოელივე ეს უმკაცრესი ხელით“, - განაცხადა მინისტრმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში