უკრაინაში ტაძრის მესანთლე კორონავირუსით გარდაიცვალა

უკრაინაში, ხარკოვის რეგიონის სოფელ ვისოკოპილიაში საეკლესიო სანთლების გამყიდველი ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 71 წლის ქალის გარდაცვალების გამო ხელისუფლებამ სოფელში იზოლაციის რეჟიმის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო.

„სოფელი იზოლაციაში მოექცა. რატომ? იმიტომ, რომ მოხუცი ქალი შაბათ-კვირას ტაძარში იმყოფებოდა და სანთლებს ყიდდა. იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთანაც გარდაცვლილს კონტაქტი ჰქონდა, სავარაუდოდ, ძალიან დიდია,“ - განაცხადა ხარკოვის რეგიონის გუბერნატორმა ალექსეი კუჩერმა.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 3 764 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილია 108 ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო