ჯანდაცვის მინისტრი - ეკლესიამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაცული იქნება დისტანცია, ისინი ამას  დაიცავენ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ღვთისმოშიშობა გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე კანონმორჩილება

ეკლესიამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაცული იქნება სოციალური დისტანცია, რომელიც სავალდებულია, ისინი ამას აუცილებლად დაიცავენ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ღვთისმოშიშობა გაცილებით უფრო მძაფრია და ძლიერი, ვიდრე კანონმორჩილება, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას, რა გარანტია არსებობს იმის, რომ ეკლესიაში სალოცავად რისკ ჯგუფში შესული პირები არ მივლენ.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ეკლესია უზრუნველყოფს საკუთარი მრევლის უსაფრთხოებას.

„ეკლესიიის შემთხვევაში, გაცილებით მაღალი პასუხისმგებლობის მოლოდინი გვაქვს, ვინაიდან მან ეს მაგალითი გვაჩვენა. საქართველომ, ეკლესიამ კარგად გაიაზრა ყველა ის რისკი, რომელიც იტალიაში იყო. იტალიის შემთხვევაში, მხოლოდ იტალიის მოქალაქეების ხარვეზი არ იყო, ვირუსის გავრცელების რისკის მხრივ მწირი ინფორმაცია იყო და მობილიზაციაც გვიან დაიწყო, რის გამოც ყოველივე განვითარდა. საქართველოს მაგალითს იტალიისას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევადარებთ. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში, როდესაც ეკლესიამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაცული იქნება სოციალური დისტანცია, რომელიც სავალდებულია, ისინი ამას აუცილებლად დაიცავენ, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში, ღვთისმოშიშობა გაცილებით უფრო მძაფრია და ძლიერი, ვიდრე კანონმორჩილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკლესია გააკეთებს იმას, რომ უზრუნველყოს საკუთარი მრევლის უსაფრთხოება, როგორც სულიერი საზრდოს მიწოდება, ასევე მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაც“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია