ეკატერინე ტიკარაძე - თუ მოქალაქეები აპლიკაციაში არ შეიყვანენ ტესტის ნომერს, რითაც ადამიანს covid19 უდგინდება, ის განგაშის სიგნალს არ გაააქტიურებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმედოვნებს, რომ მოქალაქეები СOVID-19-ის პრევენციის მიზნით შექმნილ აპლიკაციას ბოროტად არ გამოიყენებენ. როგორც მან პრეზენტაციაზე განაცხადა, თუ მოქალაქეები აპლიკაციაში არ შეიყვანენ ოფიციალური ტესტის ნომერს, რითაც ადამიანს კორონავირუსი უდგინდება, ის განგაშის სიგნალს არ გააქტიურებს და სხვა მოქალაქეებთან არ გაგზავნის.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს გეზი ევროპული მიდგომისკენ აქვს აღებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებსაც ჰქონდეთ გათვითცნობიერებული მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ, თუ რა შესაძლებლობებია საქართველოში სმარტფონების გამოყენების თვალსაზრისით და აღმოჩნდა, რომ მოქალაქეების 40%-ზე მეტს სმარტფონი აქვს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო სრულად ვართ დამოკიდებული მოქალაქეების კეთილსინდისიერებაზე, მაგრამ გამოწვევის სიმწვავიდან გამომდინარე, ვინაიდან ეს გლობალური პრობლემაა და რეალურად, მოქალაქების თვითშეგნების ბაზაზეა დამყარებული, დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები ყოველივეს სერიოზულად მოეკიდებიან და გაითვალისწინებენ არა მხოლოდ იმ სოციალურ დისტანცირებას, რომელზეც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში მივუთითებთ, არამედ საკუთარი ჯანმრთელობის, ასევე იმ მოქალაქეების უსაფთხოებას დაიცავენ, რომლებთანაც ისინი კონტაქტში იმყოფებიან. ასევე, ღრმად მჯერა იმ ფაქტის, რომ ჩვენი მოქალაქეები არ გამოიყენებენ ბოროტად ამ აპლიკაციის შესაძლებლობას, ვინაიდან მას გააჩნია დაცვის მექანიზმი და თუ არ მოხდა ოფიციალური ტესტის ნომრის შეტანა, რითაც ადამიანს კორონავირუსი უდგინდება, შესაბამისად, აპლიკაცია არ ააქტიურებს განგაშის სიგნალს და არ აგზავნის სხვა მოქალაქეებთან, ვისთანაც ისინი კონტაქტში იმყოფებოდენ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის