შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული 3 პროექტი „გრენა“-ს Cloud ინფრასტრუქტურას იყენებს

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-ს შორის 2019 წლის აგვისტოში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, ფონდის მიერ დაფინანსებული სამი პროექტი „გრენა“-ს Cloud ინფრასტრუქტურას იყენებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან აცნობეს.

„პროექტები ეძღვნება ამინდის პროგნოზირებას და კლიმატის ცვლილების კვლევას, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ქვეყნების ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, ენერგეტიკაზე, წყალმომარაგებასა და სხვა სფეროებზე: საქართველოს ტერიტორიაზე კლიმატის მახასიათებელ ზოგიერთ ელემენტთა ცვლილების შესწავლა საპროგნოზო რეგიონალურ მოდელთა ანსამბლის საფუძველზე; კლიმატის ცვლილების პროგნოზირებული ზემოქმედების შეფასება საქართველოში ძალიან მაღალი გარჩევადობის კლიმატური მოდელის გამოყენებით; ამინდის ზემოკლევადიანი და მოკლევადიანი პროგნოზირება საქართველოს პირობებისათვის. ამ პროექტებს ახორციელებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს და გეომეცნიერებების და ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის მკვლევარები ასოციაცია „გრენა“-სთან მჭიდრო თანამშრომლობით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც შოთა რუსთაველის ფონდში აღნიშნავენ, პროექტის მთავარი მიზნებია: მაღალი გარჩევისუნარიანობის რეგიონული კლიმატური ანსამბლის საპროგნოზო სისტემის ჩამოყალიბება უფრო დეტალური კლიმატური პარამეტრების მისაღებად ტემპერატურა, ნალექები, ქარი და ტენიანობა. მოდელირება განხორციელდა 1961-2100 წლების პერიოდისთვის. ამინდის ზემოკლევადიანი პროგნოზირების სისტემის შექმნა, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა ტიპის მეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემებზე ატმოსფერული პროცესების უკეთ გაგების და შესაბამისად ამინდის უფრო ზუსტი პროგნოზირების მიზნით. ექსტრემალური ატმოსფერული მოვლენების პროგნოზირება (სეტყვა, ძლიერი წვიმები და შტორმები) მაღალი სიზუსტით. აღნიშნული კვლევის შედეგები გამოყენებული იქნა მომავლის კლიმატის შეფასებისთვის გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მიმართ საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინების მომზადებისას, რომელზე დაყრდნობითაც შეფასებული იქნა კლიმატის ცვლილების გავლენა სხვადასხვა ეკოსისტემებზე (მყინვარები, საძოვრები, ნიადაგები) და სექტორებზე (სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ენერგეტიკა, ტურიზმი), ასევე, ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური სტიქიური პროცესების დინამიკაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო