„რესპირატორის" დირექტორი - ლუგარის ლაბორატორიისაგან მივიღეთ ნებართვა, პირბადეები ყოველგვარ სტანდარტს აკმაყოფილებს

ლუგარის ლაბორატორიისაგან მივიღეთ ნებართვა, პირბადეები ყოველგვარ სტანდარტს აკმაყოფილებს. დღეში ერთ ხაზს შეეძლება აწარმოოს 110 000 პირბადე,- ამის შესახებ ქართული პირბადეების მწარმოებელი კომპანია შპს „რესპირატორის" დირექტორმა სერგო გალუსტიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, 20 აპრილს კომპანია ელოდება მეორე ხაზს, შესაბამისად, რაოდენობა გაორმაგდება და იქნება დაახლოებით, 220 000-250 000 პირბადე დღე-ღამეში.

„იმუშავებენ სამ ცვლაში, 24-საათიან რეჟიმში. რაც შეეხება პირბადეს, ეს არის ყველა სტანდარტის დაცვით, სამშრიანი პირბადე. ყველაზე მთავარია ის, რომ ამ პირბადეში არის ფილტრატორი, შრე, რომელსაც ჰქვია melt blown და ამ მასალის დღეს ბაზარზე მოძებნა მსოფლიოში ძალიან რთულია, რადგან ყველა ქვეყანას საზღვრები აქვს ჩაკეტილი აღნიშნული ნედლეულის გარეთ გატანისთვის. ჩვენ ეს შევძელით ჩვენს ელჩებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად. 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობდით და დღეს გვაქვს გარკვეული მარაგი, რომ დავიწყოთ წარმოება",-აცხადებს „რესპირატორის" დირექტორი.

სერგო გალუსტიანის თქმით, უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

„ეს პირბადე არის ყოველგვარი CE სერთიფიკატის და ევროსერთიფიკატით დაცული. აღნიშნული ბირბადის შესაქმნელად გამოიყენება ხუთი ინგრედიენტი და სამზე გავლილია სერთიფიცირება აშშ-ში. შესაბამისად, ის ნედლეული, რომელიც გამოიყენება ჩვენს პირბადეში, არის თანხვედრაში იმ სტანდარტებთან, რა სტანდარტებითაც უნდა დამზადდეს პირბადე. ლუგარის ლაბორატორიისაგან მივიღეთ ნებართვა, რომ პირბადეების მიწოდება-რეალიზაცია შეგვიძლია ქართულ ბაზარზე,”- განაცხადა შპს „რესპირატორის“ დირექტორმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო. ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს.

წარმოების დაწყების პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

კომპანია „რესპირატორი“ დაარსა გუნდმა, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველო“-ს მხარდაჭერით განვითარდა და აქვს ახალი მიმართულება - ციფრული ბეჭდვა UV ტექნოლოგიით, რომლის საშუალებითაც დღეს უკვე უმაღლესი ხარისხის პირბადეებს აწარმოებს.

აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს