ხვალიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

17 აპრილიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე იურიდიულ პირებს დაეკისრება და მათთვის პასუხისმგებლობა განსაზღვრულია 15 ათასი ლარით.

"იმ შემთხვევაში, თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო ორგანიზაციებმა, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ და დავიცავით კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამწვავება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ასევე სხვის ჯანმრთელობას, დარჩით სახლში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გარდა ამისა, როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებითაც.

იხილეთ ვიდეო: ხვალიდან დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია