დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის სამ ეტაპიანი გეგმა წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შტატებისთვის კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის სამ ეტაპიანი გეგმა წარადგინა.

რეკომენდაციების თანახმად, შტატებმა გეგმის განხორციელება და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა მას შემდეგ უნდა დაიწყონ რაც 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების „დაღმავალი ტრაექტორია“ დაფიქსირდება.

რაც შეეხება გეგმას, დონალდ ტრამპის განმარტებით, ის შემდეგ სამ ეტაპს მოიცავს:

პირველი ეტაპის დროს იზღუდება 10 ადამიანზე მეტის შეკრება იმ შემთხვევაში, თუ მათ შორის სათანადო დისტანცია არ იქნება დაცული; უნდა მოხდეს არააუცილებელი მოგზაურობის მინიმალიზება; სკოლები დახურული უნდა დარჩეს, ხოლო კინოთეატრები, თეატრები, რესტორნები, სპორტული მოედნები, დარბაზები და სალოცავი სივრცეები უნდა გაიხსნას იმ შემთხვევაში, თუკი „დაცული იქნება ფიზიკური დისტანცირების მკაცრი პროტოკოლი.“

გარდა ამისა, საავადმყოფოებს საშუალება მიეცემათ, ამბულატორიული არჩევითი ქირურგიული ოპერაციები განაახლონ.

ამ ეტაპის განმავლობაში ბარები დაკეტილი უნდა დარჩეს.

მეორე ეტაპის პერიოდში გაიდლაინები იძლევა რეკომენდაციას, რომ შეიზღუდოს 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება იმ შემთხვევაში, თუ სოციალური დისტანცირების ნორმები არ იქნება დაცული; განახლდეს არააუცილებელი მოგზაურობა; გაიხსნას სკოლები და ახალგაზდული ბანაკები, ასევე შესაძლებელი იქნება ზოგიერთი ბარის გახსნაც. ამ ეტაპზეც საავადმყოფოებს საშუალება ექნებათ, განაახლონ ამბულატორული არჩევითი ქირურგიული ოპერაციები, ვინაიდან ასეთი პროცედურები საავადმყოფოების შემოსავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მესამე ეტაპზე გულისხმობს სამუშაო ადგილებზე პერსონალის შეუზღუდავად გამოცხადებას, თუმცა, გაიდლაინების თანახმად, ვირუსის ასიმპტომური გავრცელების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, ძალაში დარჩეს ჰიგიენური ნორმების მაღალი სტანდარტების მიხედვით დაცვა და ადამიანებს შორის გარკვეული ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 667 000 მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილია 33 000-მდე ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის სამ ეტაპიანი გეგმა წარადგინა

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის