მეუფე დანიელი - სასულიერო პირების მიერ პირბადეების გაკეთება არ არის გათვალისწინებული -  ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე, ჩვენ გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის განცხადებით, სასულიერო პირებისთვის დახურულ სივრცეში პირბადის გაკეთება არ არის გათვალისწინებული.

თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ისინი, ვინც სამღვდელოებას ემსახურება იმათ ეკეთებათ ეს პირბადეები.

„მინდა ვთქვა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები მიდიოდნენ, სრულიად შეუიარაღებლები დაინფიცირებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ და ძალიან ბევრი იღუპებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რისკის ფაქტორი არსებობს, მრევლი და სამღვდელოება მოდის იმიტომ, რომ ამ ლოცვას ეპიდემიის აღმოფხვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

რაც შეეხება სასულიერო პირების მიერ პირბადეების გაკეთებას, ეს არ არის გათვალისწინებული იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე, ჩვენ გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან და ეს ნიშნავს რწმენის გარკვეული თვალსაზრისით სარწმუნოებრივ არასწორ დამოკიდებულებას და ამიტომ სასულიერო პირებს არა, თუმცა, ვინც სამღვდელოებას ემსახურება, იმათ აქვთ ეს პირბადეები“,-განაცხადა მეუფე დანიელმა.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით დღეიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს