მეუფე იაკობი - კი არ ვიმუქრები, მაგრამ ქუჩაში რომელიმე გაბედავს და წინ დამხვდება?!

კი არ ვიმუქრები, მაგრამ ქუჩაში რომელიმე გაბედავს და წინ დამხვდება?! - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო შეზღუდავ ადამიანს, მით უფრო მეტი წინააღმდეგობის გრძნობა აქვს მას.

„დღეს გამოსული ვიყავი ქალაქში. 12 საათამდე ვიარე, რაც დღეს ხდებოდა, არ გაქვთ ის კადრები ნანახი?! მთელ ქალაქში დავდიოდი და უბრალოდ ვნახე, ის რიგები იყო?! დღეს რატომ არ მიხედა ხელისუფლებამ? ყველგან არეულობა იყო და ყველამ თავის საქმეს მიხედოს. ერთი რამაა, რაც უფრო შეზღუდავ ადამიანს, მით უფრო წინააღმდეგობას გრძნობს. ბევრი ხალხი შეგუებული იყო, რომ არ უნდა წასულიყო და ახლა ძალით აკეთებენ, რომ გამოვიდნენ?! კი არ ვიმუქრები, მაგრამ ქუჩაში რომელიმე გაბედავს და წინ დამხვდება?!“,-განაცხადა მეუფე იაკობმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო