სოზარ სუბარის განცხადებით, კიდევ ერთი საკარანტინო ზონა გამოიყო, რომელიც კაზრეთსა და სოფელ ბალიჭებს აერთიანებს, თუმცა ამის მიზეზი ვირუსის გავრცელება არ ყოფილა

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, კიდევ ერთი საკარანტინო ზონა გამოიყო, რომელიც ქალაქ კაზრეთსა და სოფელ ბალიჭებს აერთიანებს, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიზეზი ვირუსის გავრცელება არ ყოფილა.

„კიდევ ერთი საკარანტინო ზონა გვაქვს გამოყოფილი, მაგრამ არა დაინფიცირების გამო, ეს არის კაზრეთი და ბალიჭები. ეს გამოვყავით მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მუშაობს RMG, ძალიან ბევრი ადამიანი ერთად არის და იმისთვის, რომ გამოირიცხოს იქ რაიმე ინფექციის გავრცელების საფრთხე, ქალაქი კაზრეთი და სოფელი ბალიჭები არის გამოყოფილი ცალკე ზონად,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთანავე, მისივე ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ზედმიწევნით იცავს საკარანტინო რეჟიმის პირობებს. სუბარის განმარტებით, ქვეყანაშის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული მუნიციპალიტეტი სწორედ ბოლნისია, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობამ 47-ს მიაღწია.

„მთლიანობაში მოსახლეობაც ძალიან ზუსტად იცავს კარანტინის პირობებს. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთებში ბოლნისში და რაჭისუბანში მოსახლეობა გარეთ არ დადის და ძალიან მალე ჩვენ გვეცოდინება ზუსტი სურათი. ბოლნისი არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტი იმიტომ, რომ 47 ადამიანს მიაღწია ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებული ადამიანების რიცხვმა,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

იხილეთ ვიდეო: კიდევ ერთი საკარანტინო ზონა გამოიყო, რომელიც კაზრეთსა და სოფელ ბალიჭებს აერთიანებს, თუმცა ამის მიზეზი ვირუსის გავრცელება არ ყოფილა - სოზარ სუბარი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა