გიორგი მარგველაშვილი - როგორ შეიძლება, რომელიმე დეტალი არ ვიცოდე ხელისუფლების ან ეკლესიის - მეტ აკრძალვებს გვიწესებენ ჩვენ, რადგან მათ ვერ უწესებენ

როგორ შეიძლება, ხელისუფლების ან ეკლესიის რომელიმე დეტალი არ ვიცოდე? ყველა წვრილმანი და დეტალი ვიცი შიდა ვითარების. მე ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი, რაც ახლა ხდება , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მან მოქალაქეებს წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„როგორ შეიძლება, რომელიმე დეტალი არ ვიცოდე, ან ხელისუფლების ან ეკლესიის. ყველა წვრილმანი და დეტალი ვიცი შიდა ვითარების. მე ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი, რაც ახლა ხდება, მაგრამ არ არის ეს კატასტროფა. გასაგებია, აქ ვართ, ეს ვითარებაა. ამ ვითარებაში გავიგოთ, რომ ეს სირთულეა ჩვენ წინაშე. მედიკოსებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მეტი ადამიანი გადაარჩინონ, მაგრამ ასე მოხდა, მოქალაქეების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ წესებს არ იცავს, სახელმწიფომ თქვა, რომ მათ ამის უფლება აქვთ ფაქტობრივად. მთელი პოლიტიკური დისკუსია არაპირდაპირი კომუნიკაციის გზით მიდის, რაღაც თვალსაზრისით, მეტ აკრძალვებს გვიწესებენ ჩვენ, იმიტომ რომ მათ ვერ უწესებენ აკრძალვებს. ახლა შევეცადოთ, მაქსიმალურად დავიცვათ წესები, მაქსიმალურად ვთხოვოთ ახლობლებს დაიცვან წესები.

ის, რაც ხელისუფლებამ დადო ამ ორმაგი სტანდარტით და რაღაც გაუგებარი მესიჯებით, რომ თან შეიძლება და თან არ შეიძლება ამ პროცესებში მონაწილეობა, ეს ხომ თავისთავად კატასტროფაა, სახელმწიფოებრიობის მოშლის კიდევ ერთი წარმატებული მცდელობაა, რაც ხელისუფლებამ გააკეთა. მეორე მხრივ, ამ პოლიტიკური ძალისთვის ინსტიტუტების დევალვაცია ახალია? რაღაც გაუგებარი შეთანხმებები, თუ კულუარული ურთიერთობები ახალია? მაგრამ ეს მერე, დღეს, ჩვენ გვაქვს გაზაფხული, ჩვენ გვაქვს სითბო, იმედი, დისციპლინა, ჩვენ გვყავს პროფესიონალი ექიმები, რომლებიც ჯერჯერობით ძალიან კარგ რეზულტატებს დებენ და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად გვექნება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა