გიორგი მარგველაშვილი - დავინახეთ, რომ ეკლესიის წარმომადგენლები კანონზე მაღლა დგანან - კანონი ყველასთვის ერთია და არა „რძალო შენ გითხარი, მულო შენ გაიგონეო“

ჩვენს ახლობლებს ჩვენი სახელით, ჩვენი შვილების სახელით, ჩვენი მშობლების სახელით, რომელთა სიცოცხლისთვისაც ვიბრძვით, ვთხოვოთ, რომ არ წავიდნენ დღესასწაულებზე , - ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ქვეყანას ჰყავს გამორჩეული მედიკოსები, რომლებიც რეალურად, ბრძოლის პირველ ხაზზე არიან.

მარგველაშვილმა COVID19-ის პრევენციის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„ისეთი უცნაური ფრაზები ითქმება კიდეც, რომ „მიმდინარეობს მოლაპარაკება“, „მხარეები უნდა შეთანხმდნენ“ - შთაბეჭდილება მრჩება, რომ საუბარია არა ერთი სახელმწიფოს მოქალაქეებზე, რომლის ნაწილია მთავრობა, ხოლო ნაწილი კი კონკრეტული სასულიერო მიმართულების წარმომადგენელი. ანუ, რაღაც გეგონება ორი სახელმწიფო ან რაღაც საერთაშორისო ორგანიზაციებია...ანუ ჩვენ ვხედავთ რეალობას, როდესაც პოზიცია, რომელიც ნათელი უნდა იყოს - შეასრულეთ კანონი, არც სახელმწიფოსგან მოდის. უცნაური, დამაბნეველი კონტექსტები მოდის, როდესაც ჩვენ გვესმის ინტერპრეტაცია უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ, იმისა, რასაც ჰქვია კანონი. ანუ, სახელმწიფოში, სადაც მიღებულია კანონი ამ კანონის ინტერპრეტაცია ხდება სხვადასხვა მიმართულებით, გააჩნია, შენ რომელი კონფესიის წარმომადგენელი ხარ.

მეორეს მხრივ, ჩვენ დავინახეთ, რომ ეკლესიის წარმომადგენლები დგანან, თავის რწმენიდან გამომდინარე, კანონზე მაღლა. სიმართლე გითხრათ, აღარ მინდა ამის განხილვა. უკვე ნათელია, დავინახეთ ყველაფერი. აღარ მინდა იმ დეტალებში შესვლა. ქრისტიანობა მე სხვანაირად მესმის, რომ ეს არის მოყვასზე ზრუნვა და მთელი კორონავირუსის პროცესი ეს არის ზრუნვა ყველაზე სუსტებზე. ნახეთ, რაშია გაერთიანებული კაცობრიობა. ჩვენ ვიცავთ ყველაზე სუსტებს ჩვენს შორის, ვის ჯანმრთელობამაც შეიძლება ვერ გაუძლოს. აღარ მინდა იმაზე საუბარი, რომ დავუშვათ, როგორ შეიძლება ქრისტიანი ისე მოიქცეს, რომ მისი მოყვარე ან მეორე ადამიანი საფრთხის ქვეშ ჩააგდოს, აღარ მინდა იმის განხილვა, რომ სახელმწიფო სწორედ იმას ნიშნავს, რომ კანონი ყველასთვის ერთია და არა ასე „რძალო შენ გითხარი, მულო შენ გაიგონეო“, არამედ პირდაპირ - კანონი ყველასთვის კანონია. აღარც იმის განხილვა მინდა, რომ ქრისტიანული სარწმუნოება თავიდან ბოლომდე ამ ქვეყნიური, საერო ხელისუფლების მორჩილებას ქადაგებს განსაკუთრებით, ასეთ ვითარებაში. აღარც იმის განხილა მინდა, რომ წიგნიერ ქართველ ერში 21 საუკუნეში, მეცნიერებასა და რელიგიას შორის დილემა აღარ უნდა არსებობდეს. გავიგეთ უკვე სადაც ვართ, ეს ყველაფერი დავინახეთ. ვფიქრობ, რომ მართლა მიტოვებულები ვართ მოქალაქეები სამოქალაქო შეგნების ამარა. აღარც ქილიკი მინდა, არც შეურაცხყოფა, არც განსჯა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს