აშშ-მ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 19 პროექტი დააფინანსა, რომლის ღირებულებაც 1.5 მილიონი დოლარია

აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 19 პროექტი დააფინანსა, რისი საერთო ღირებულებაც 1.5 მილიონი აშშ დოლარია. პროექტები საქართველოს კულტურული მემკიდრეობის ფართო სპექტრს მოიცავს, ფოლკლორული მუსიკითა და ხელოვნებით დაწყებული, ხუროთმოძღვრებითა და არქიტექტურით დამთავრებული.

“აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მეშვეობით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს შესაბამის ქვეყნებს მსოფლიოს მასშტაბით უძველესი და ისტორიული შენობების აღდგენაში, იშვიათი ხელნაწერებისა და სამუზეუმო კოლექციების შეფასებასა და კონსერვაციაში, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლების შენარჩუნებასა და დაცვაში, ასევე გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ტრადიციული რეწვის სახეობების, ადგილობრივი ენებისა და გამოხატვის ისეთი ტრადიციული ფორმების აღრიცხვაში, როგორიცაა მუსიკა, ცეკვა და ენები. აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდი (AFCP) 2001 წელს აშშ-ის კონგრესის მიერ შეიქმნა. ფონდი ელჩებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ განაცხადები ისეთ ერთჯერად ან განმეორებად პროექტებზე, რომლებიც ქვეყნებს მათი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში ეხმარება.

დღეისათვის, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა 125-ზე მეტ ქვეყანაში 1000-ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტი დააფინანსა. თითქმის 74 მილიონი აშშ დოლარი იქნა გამოყოფილი მსოფლიო მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად

საქართველოში ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 19 პროექტი დააფინანსა თითქმის 1,5 მილიონი აშშ დოლარის საერთო ღირებულებით, მათ შორის არის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი გელათის მონასტრის კონსერვაციისათვის 2013 წელს გამოყოფილი 600 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი. დაცვის პროექტები საქართველოს კულტურული მემკიდრეობის ფართო სპექტრს მოიცავს: ფოლკლორული მუსიკითა და ხელოვნებით დაწყებული, ხუროთმოძღვრებითა და არქიტექტურით დამთავრებული”, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის