BBC - ჩერნობილთან ხანძრის გამო, კიევი მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქი გახდა

ჩერნობილთან ტყის ხანძრის გამო, კიევი მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქი გახდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკვე რამდენიმე დღეა ქალაქი ჩერნობილის ტყიდან წამოსული კვმალით ბინძურდება. აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურების მაქსიმალური დასაშვები ნორმა 50 პუნქტია, კიევში კი ამ დროისთვის ჰაერის დაბინძურება 246 პუნქტს შეადგენს.

შეგახსენებთ, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს ხანძარი 4 აპრილს გაჩნდა, რის შედეგადაც 25 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლი ჩააქრეს, თუმცა წუხელ, NASA-მ აღნიშნა, რომ ტყის მასივში ცეცხლის კერები კვლავ შეინიშნება.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის