არჩილ ჯაფარიძე - ცაგერში თვითიზოლაციიდან ყველა პირი მოიხსნა, ხოლო ლენტეხში ეს პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება და 23 აპრილს ყველა მოიხსნება

ცაგერში თვითიზოლაციიდან 18-ივე პირი მოიხსნა, ხოლო ლენტეხში ამ ეტაპისთვის 41 პირი რჩება, რომელთა იზოლაციიდან მოხსნა ეტაპობრივად მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, რეგიონში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, არც გამოკვლევაზე გაგზავნილა ახალი ნიმუშები, ვინაიდან საეჭვო სიმპტომი არ დაფიქსირებულა.

„დღეის მდგომარეობით სიმშვიდეა. ლენტეხში არც ინფიცირების შემთხვევა და არც რაიმე საეჭვო სიმპტომი არ გამოვლენილა. სავარაუდოდ, ეს ჯაჭვი გაწყვეტილია. როგორც ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, სიტუაცია არ გამწვავდება იმიტომ, რომ არავის, ვინც თვითიზოლაციაში და დაკვირვების ქვეშ არის, არავითარი სიმპტომი არ გამოვლენია. ცაგერში უკვე გავიდა 2 კვირიანი ვადა და თვითიზოლაციაში მყოფი 18-ივე პირი მოხსნილია იზოლაციიდან. რაც შეეხება ლენტეხს, აქ ამ ეტაპზე 41 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში, მათი მოხსნა ეტაპობრივად მოხდება, ხოლო 23 აპრილს უკვე ყველა მოიხსნება იზოლაციიდან.

საეჭვო სიმპტომი არ ყოფილა და აქედან გამომდინარე, ახალი ტესტირება არავის ჩატარებია. რამდენიმე დღის წინ რაც გაგზავნილი იყო, ყველაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა,“ - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების სულ 5 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია