კელი დეგნანი პატრიარქს - აღდგომის დღესასწაულის ამ განსაკუთრებულ დროს მსურს, გისურვოთ  ჯანმრთელობა და სიმშვიდე, აგრძელებთ რა თქვენს მნიშვნელოვან მოღვაწეობას ხალხისთვის

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.

“ჩემთვის პატივია, მოგილოცოთ დამდეგი აღდგომის დღესასწაული. დაე, ეს აღდგომა იყოს მადლის მომფენი და მოგანიჭოთ დამატებით ძალა თქვენ და ქართველ ხალხს კოვიდ-19-თან დაკავშირებული სიძნელეების წარმატებით დასაძლევად. აღდგომის დღესასწაულის ამ განსაკუთრებულ დროს მსურს, გისურვოთ სიკეთე, ჯანმრთელობა და სიმშვიდე, აგრძელებთ რა თქვენს უაღრესად მნიშვნელოვან მოღვაწეობას ქართველი ხალხისთვის“, – ნათქვამია მილოცვაში.

მილოცვის ტექსტი საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის