ვითარება სამების საკათედრო ტაძართან - "ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტაჟი

სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტანიობისთვის ემზადებიან. როგორც „ინტერპრესნიუსის“ გადამღები ჯგუფი ადგილიდან იუწყება, ტაძარში მრევლის შედარებით მცირე ნაწილი მივიდა.

სამების გარე ტერიტორია მთლიანად მონიშნულია თეთრი საღებავით, სადაც დისტანციის დაცვით მრევლის განთავსებაა დაგეგმილი. ტაძრის გარე ტერიტორიაზე დგას 50-მდე სკამიც, თუმცა ამ დროისთვის, როგორც სკამების, ისე მრევლისთვის განკუთვილი გარე პერიმეტრის უმეტესი ნაწილი ცარიელია.

მომლოცველთა შედარებით მეტი რაოდენობა ფიქსირდება უშუალოდ ტაძარში, სადაც ამ დროისთვის მრევლის რაოდენობა 100 ადამიანს აჭარბებს. მათ შორის დაცულია დისტანცია. სტიქაროსნები მრევლს პირბადეებსაც ურიგებენ.

ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა პოლიციის ათამდე თანამშრომელი, რომელიც სამების გარე პერიმეტრზე განთავსდა.

სამების საკათედრო ტაძარში ლიტანიობა 23:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ იმასაც, რომ 21:00 საათზე ქვეყანაში ე.წ. კომენტანდის საათი ამოქმედდა და მოსახლეობის გადაადგილება აიკრძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამებაშიც მრევლის შეკრება დასრულებულია.

გთავაზობთ „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტების, ვანო გორგიშვილის და გიორგი ჟამერაშვილის ფოტორეპორტაჟს სამებიდან, რომელიც ტაძარში ამ დროისთვის არსებულ ვითარებას ასახავს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა